ჭიათურაში, პერევისის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა გუშინ საღამოს იმ დროს მოხდა, როდესაც მაღაროში ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობდა.
დაშავებულები თბილისში არიან გადმოყვანილი. როგორც ექიმები ამბობენ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორივე მათგანს სხეულზე დამწვრობა აღენიშნება.
მომხდარს უკვე გამოეხმაურნენ გაერთიანებული პროფკავშირები. მათი თქმით, მაღაროში აფეთქების უკვე მეორე შემთხვევაა. პროფკავშირის წევრები ამბობენ, რომ მაღაროში მუშების უსაფრთხოების წესები დაცული არ არის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.