საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავსტრიის ფედერალურ კანცლერს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი, გაფართოებული შემადგენლობით შეხვდა
08-07-2022, 17:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირველ ოფიციალურ ვიზიტად იმყოფება ავსტრიის რესპუბლიკაში. პრემიერ-მინისტრი ვენაში ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის კარლ ნეჰამერის პირადი მიწვევით ჩავიდა.

 


ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფედერალურ კანცლერს კარლ ნეჰამერს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი, გაფართოებული შემადგენლობით შეხვდა.

 

 

საუბარი შეეხო საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის დღის წესრიგის გაძლიერებას.

 


შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ევროპული არჩევანის მიმართ ავსტრიის რესპუბლიკის ურყევ მხარდაჭერას. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ავსტრია კვლავ გააგრძელებს საქართველოს დახმარებას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

 

 

განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევროპული პერსპექტივის განხილვას დაეთმო.

 


პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ამით ევროპულმა საბჭომ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის აგრძელებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას.

 


ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) შორის წარმატებული და ეფექტიანი პარტნიორობა. სააგენტომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ამბიციური რეფორმების განხორციელებაში, კერძოდ, საქართველოს რეგიონების განვითარებაში.

 


შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები ტურიზმისა და ენერგეტიკის მიმართულებით, ასევე საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის რეგიონებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავება.

 


პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს საქართველოს ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 


ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ნეჰამერი საპასუხო ვიზიტად საქართველოში დაპატიჟა.

 


საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი