სააკაშვილთან კლინიკაში შეხვედრის შემდეგ, „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მას არ დარჩენია შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი რუსთავის ციხეშია დასაბრუნებელი
11-07-2022, 15:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში შეხვედრის შემდეგ, „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მას არ დარჩენია შთაბეჭდილება, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეშია დასაბრუნებელი.

 


„სააკაშვილის ჯანმრთელობის სიღრმეს და სიმძიმეს ვერ შევაფასებ, მაგრამ საუბრის დროს იყო ადეკვატური“, - თქვა ხვიჩიამ.

 


ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, მან სააკშვილს გააცნო გეგმა, რაც „გირჩს“ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით აქვს და გეგმის ერთი ნაწილი უშუალოდ არის დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებასთან.

 

 

„პრეზიდენტი დამხვდა ნორმალურად. რომ გითხრათ, სასიამოვნო საუბარი იყო, შესაბამისი ადგილი, სიტუაცია არ იყო. მაინტერესებდა პრეზიდენტის აზრი, როგორ უყურებდა ჩვენს ინიციატივას, რომელიც პოლიტიკურ სპექტრს ცოტა ხნის წინ შევთავაზეთ და რომელზეც მისმა თანაგუნდელების ნახევარმა „ქართულ ოცნებასთან“ შეკრულობა დაგვაბრალეს. პრეზიდენტს ესმის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ერთადერი გზა არის დეპოლარიზაციის მისაღწევად, რადგან რაც ვუთხარი – ვერ წარმომიდგენია, თქვენ ციხეში იჯდეთ და შესრულდეს მოთხოვნა, რაც ევროპელებს აქვთ, ამასთან დაკავშირებით ის მეთანხმებოდა. სააკაშვილის თანაგუნდელებისთვის რომ იყოს გზავნილი, მას არ აქვს ეჭვები და კითხვები, რომ ჩვენ „ქართული ოცნების“ თამაშს ვთამაშობთ და მათი მოგზავნილი ვართ. შევპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი ჩვენი გეგმის განსახორციელებლად და ამ გეგმის ერთი ნაწილი უშუალოდ არის დაკავშირებული მისი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად.

 


მოგეხსენებათ, მიხეილ სააკშვილის გადაყვანაზე ჩვენ პირველივე დღიდან ვსაუბრობდით. შესაბამისად, ჩვენ ეს ბრძოლა ახლა არ დაგვიწყია და მით უმეტეს ეს ახლა ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა პირდაპირ უშლის ხელს ევროინტეგრაციის პროცესს. მოვუწოდებდი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, ეს საკითხი იყოს მნიშვნელოვანი. მათთვის მნიშვნელოვანი იმას კი არ ნიშნავს, რომ ტყუილად იყვირონ, არამედ ნიშნავს, თქვან, რომ თუ ეს გაკეთდება, ამის სანაცვლოდ ჩვენ სხვანაირად მოვიქცევით. ამას ეხებოდა ჩემი შეხვედრა, რომ მისი თანაგუნდელები ცოტა სინქრონში მოვიდნენ იმ მოთხოვნებთან, რომლებიც საჭიროა როგორც სააკაშვილის გასათავისუფლებლად, ისე ევროინტეგრაციისთვის. სააკაშვილმა მითხრა, რომ მასთან სალაპარაკოდ დადის ეკა ხერხეულიძე და არსებობენ სხვა ლიდერებიც, რომლებმაც მისი აზრი იციან. თავის გათავისუფლებასთან დაკავშირებით იცის, რომ დასავლეთის ზეწოლაც არის „ქართულ ოცნებაზე“ და ისინი უბრალოდ ამას არ ასრულებენ და მისი გათავისუფლების მოთხოვნით სხვა ქვეყნის ლიდერებიც არიან ჩართული, თუმცა ზოგადად, ის, რომ ევროინტეგრაციასთან ერთად უნდა იყოს ეს ამბავი აღქმული, ამაში პრეზიდენტიც მეთნხმება.

 


საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უფრო დაწვრილებით წერილობითაც მივაწვდით მიხეილ სააკაშვილს. თვითონ თქვა, რომ მას ქართული პოლიტიკა ამ წუთას ნაკლებად აინტერესებს, აინტერესებს ევროინტეგრაციის ნაწილი. ახლა უფრო დაინტერესებულია უკრაინული პოლიტიკით, რადგან ახლა იქ არის მთავარი გამოწვევები. ძალიან წყდება გული, რომ ქვეყანას, სადაც თუ არ ვცდები, 18 წელი ცხოვრობდა, ეს ციფრი მითხრა, ახლა ვერაფრით ეხმარება“, – განაცხადა ხვიჩიამ, რომლის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი