ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა, მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა და საკრებულოსა და მერიის სხვა თანამშრომლებმა ლომატურცხი-ბურნაშეთის ასფალტირებული გზის მონაკვეთი დაათვალიერეს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცნობით, აღნიშნული მონაკვეთის საერთო სიგრძე 2000 მეტრს, პროექტის ჯამური ღირებულება კი 1 320 829 ლარს შეადგენს.
პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება. ტენდერი კომპანია „არალიმ“ მოიგო. წელს სოფელ ბურნაშეთიდან სოფელ ლომატურცხისკენ მიმავალი გზის 1100 მეტრი უკვე მოასფალტებულია, რაზეც 743 795 ლარი დაიხარჯა, გზის დარჩენილი მონაკვეთის მოასფალტება მომავალ წელს გაგრძელდება და სამუშაოებისთვის 577 034 ლარია გათვალისწინებული.
საკრებულოს თავმჯდომარემ და მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაოების ხარისხი და მიმდინარეობა შეამოწმეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.