"მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი რაღაც შოუს ემსგავსება" - კახა კალაძე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე საუბრობს
20-11-2015, 02:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩემი თხოვნა იქნება, რომ ყველამ, მინისტრებმა, პრეზიდენტმა ჩვენი საქმე ვაკეთოთ და ვფიქრობ, ამით კიდევ უფრო ხელს შევუწყობთ ქვეყნის გაძლიერებას და არა - შოუების მოწყობას, რაღაც ქულების წერას და მოსახლეობისთვის თავის შეხსენებას, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ის არ აპირებს რაღაც შოუებში მონაწილეობის მიღებას.


რაც შეეხება, 4 დეკემბრისთვის დანიშნულ უშიშროების საბჭოს სხდომას, კალაძე მიიჩნევს, რომ კრიზისების საბჭოზე დეტალურად იყო განხილული ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს შეიძლება ქვეყანასთან მიმართებაში არსებობდეს.


"მე ვფიქრობ, კრიზისების საბჭოზე ალბათ ყველაფერი იყო დეტალურად განხილული, ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს შეიძლება არსებობდეს ქვეყანასთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი რაღაც შოუს ემსგავსება. ვფიქრობ, უკეთესი იქნება, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ჩვენს ქვეყანას და ხალხს მივხედოთ", - განაცხადა კახა კალაძემ და დაამატა, რომ  ქვეყანაში ენერგოუსაფრთხოების პრობლემა არ არის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი