ქალაქ ნინოწმინდაში ძმები ვლადიმირ და გაიოს ღარსლიანების სახელობის სტადიონზე 26-ე ტრადიციული მემორიალური საფეხბურთო ტურნირი დასრულდა. ტურნირი სამ დღეს გაგრძელდა. ფინალურ ტურში ერთმანეთს მუნიციპალიტეტის სამი გუნდი - ხოჯაბეკი, განძა და ეშტია შეხვდა.
პირველი ადგილი ხოჯაბეკის გუნდმა დაიკავა. გამარჯვებულმა გუნდმა რეგიონულ და ეროვნულ ჩემპიონატებში მონაწილეობის უფლება მიიღო.
განძა მეორე ადგილზე გავიდა, ეშტიის გუნდმა კი მესამე ადგილი დაიკავა.
გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და სპორტული სამოსით დაჯილდოვდნენ.
ტურნირს მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, მერის მოადგილე არმენ ბდოიანი, ასევე პარლამენტის დეპუტატი სუმბატ კიურეღიანი და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.