GUARDIAN.GE - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის კრემლის მიერ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებულ ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების საზღვრებში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების წესი გაამარტივა.
„დადგინდეს, რომ უკრაინის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ან უკრაინის ტერიტორიაზე, უფლება აქვთ, განაცხადი გააკეთონ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მისაღებად გამარტივებული წესით“, – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელიც შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.