ცაგერის საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის დამსახურებული პედაგოგის, ლალი ჩიქოვანის 60 წლის იუბილე აღინიშნა
13-07-2022, 07:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ცაგერის საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის დამსახურებული პედაგოგის, ლალი ჩიქოვანის 60 წლის იუბილე აღინიშნა, სადაც გაჟღერდა გადაწყვეტილება ცაგერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ქუჩისთვის, ლალი ჩიქოვანის სახელის მინიჭების თაობაზე. ინფორმაციას ცაგერის მერი ავრცელებს.

 


"ქალბატონი ლალი პროფესიონალიზმით, გამორჩეული ადამიანური თვისებებით, ნოვატორული იდეებით ადრეულ ასაკში, მალევე გახდა ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეების უსაყვარლესი მასწავლებელი.

 


ქალბატონმა ლალიმ დიდი პატივისცემა დაიმსახურა კოლეგებისგან, ლეჩხუმის საზოგადოებისგან, რომელსაც არაერთი ღირსეული თაობა აღუზარდა და წარუშლელი კვალი დატოვა ცაგერის საჯარო სკოლისა და ლეჩხუმის ისტორიაში.

 


პედაგოგის სახელის უკვდავსაყოფად, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს ერთობლივი გადაწყვეტილებით ქალაქ ცაგერის ერთ-ერთ ქუჩას, ქალბატონი ლალი ჩიქოვანის სახელი მიენიჭება.

 


ლალი ჩიქოვანის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელსაც ასევე ღვაწლმოსილი პედაგოგი, ქალბატონი იზოლდა ხვადაგიანი უძღვებოდა, ესწრებოდნენ პედაგოგის ოჯახის წევრები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი კარლო კოპალიანი, მათი ვაჟები-ლევანი და ლექსო, ამავე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ექიმი მერაბ ხვადაგიანი, რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტინე კობახიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ცაგერის საჯარო სკოლის პედაგოგები.

 


ბატონმა კარლო კოპალიანმა გააჟღერა ოჯახის ინიციატივა, ყოველწლიურად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აბიტურიენტს, რომელიც ქართულ ენასა და ლიტერატურაში ყველაზე მაღალ შეფასებას მიიღებს დაუწესდება ქალბატონი ლალი ჩიქოვანის სახელობის სტიპენდია 1000 ლარის ოდენობით.

 


ქალბატონი ლალი ჩიქოვანის ნათესავებისგან, ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლას გადაეცა ,,ბიბლუსის" 1000 ლარიანი ვაუჩერი, სასურველი ლიტერატურის შესაძენად.

 


ასევე, სკოლის დირექტორის, დავით ცვარიანის გადაწყვეტილებით, სკოლაში მოეწყობა ლალი ჩიქოვანის სახელობის კაბინეტი, სადაც განთავსდება სხვადასხვა ლიტერატურა და ჩატარდება აქტივობები", - ნათქვამია ცაგერის მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი