საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის და ბრიჯიტ ბრინკის შეხვედრისას, საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, არჩევნებისთვის მზადების და ევროპული და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესს. მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილეს.
შეხვედრისას, ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილის ვიზიტის დროს განხილულ საკითხებს ვაშინგტონში პოზიტიური შეფასებები მოჰყვა.
ბრიჯიტ ბრინკმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრეზიდენტის განსაკუთრებულ როლზე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. მხარეებმა ამერიკასა და საქართველოს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მნიშვნელობაზეც იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალი არსებობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.