[ვიდეო] თბილისსა და რუსთავში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
13-07-2022, 11:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული აქტიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის "ქურდული წესით" გარჩევის ფაქტი გამოავლინეს. აჭარაში, თბილისსა და რუსთავში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

 

 

სამართალდამცველებმა 1965 წელს დაბადებული შ. მ. (მეტსახელად "ჩატო") და 1972 წელს დაბადებული მ. ფ. - "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, ხოლო 1979 წელს დაბადებული გ. ნ., 1979 წელს დაბადებული ვ. ა. და 1968 წელს დაბადებული გ. ც. - "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის დააკავეს.

 


1960 წელს დაბადებული ა. ჯ. (მეტსახელად "კიკა") და 1969 წელს დაბადებული რ. გ. კი "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული.

 


რაც შეეხება 1977 წელს დაბადებულ თ. ფ.-ს და 1975 წელს დაბადებულ გ. თ.-ს, მათ „ქურდული სამყაროს" წევრობისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

 

 

დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა - გ.ნ.-მ და ვ.ა.-მ, ა.ჯ.-ის და რ. გ.-ს მეშვეობით, თურქეთის რესპუბლიკაში მოიძიეს კლიენტი - მ. ქ., რომელმაც ლ.ა.-ს დავალებით მათგან შეიძინა დიდი რაოდენობით ოქროს ნივთები. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მონეტები ყალბი იყო. ლ.ა.-მ, ყალბ ოქროში გადახდილი ფულის უკან ამოღების მიზნით, დასახმარებლად მიმართა „კანონიერ ქურდ“ მინდია ლავას ოღლის.

 


მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავის "ქურდული სამყაროს" წესების მიხედვით გადაწყვეტის მიზნით, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რამდენჯერმე მოეწყო ე.წ. ქურდული გარჩევები, რომლებშიც, მოდავე მხარეებთან, კრიმინალურ ავტორიტეტებსა და "ქურდული სამყაროს" წევრებთან ერთად, პირადად და დისტანციურად მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მყოფი "კანონიერი ქურდები": მინდია ლავასოღლი, ჯეირან კინწურაშვილი და ზვიად პაპიაშვილი.

 


გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებული "ქურდული სამყაროს" წევრები და კრიმინალური ავტორიტეტები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ.

 


პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

 


საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლებელია, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.

 


„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პირველი პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

ინფორმაციას და ვიდეომასალას შსს ავრცელებს. 

 

კომენტარები: 53
#53   Mack
      
References:


How to withdraw casino winnings with MiFinity https://md.sigma2.no/NWJYowfHTGWzqowTpB9D5w
დღეს, 05:22
#52   Arron
      
References:


Best bpay pokies australia https://bauer-fletcher-3.blogbright.net/
გუშინ, 14:19
#51   Jesenia
      
References:


Osko casino instant banking Osko withdrawal casinos
20 ოქტომბერი 2026 15:51
#50   Sandy
      
18 ოქტომბერი 2026 23:59
#49   Jorja
      
References:


Instant withdrawal MiFinity casino Australia dok.kompot.si
18 ოქტომბერი 2026 23:57
#48   Irving
      
References:


BPay casino sites Australia neolatinswiki.site
18 ოქტომბერი 2026 16:04
#47   Melinda
      
References:


BPay gambling sites Australia may22.ru
18 ოქტომბერი 2026 15:03
#46   Shiela
      
References:


Trustly accepted here casino trustly pay n play
uk
15 ოქტომბერი 2026 22:59
#45   Jonas
      
References:


Live casino paypal https://bookmarks4.men/
15 ოქტომბერი 2026 22:58
#44   Jani
      
References:


Neosurf casino instant play australia 5 dollar neosurf deposit casino aus
15 ოქტომბერი 2026 06:27
#43   Julius
      
References:


Legit MiFinity casino Australia iwlnx.com
14 ოქტომბერი 2026 20:21
#42   Anibal
      
14 ოქტომბერი 2026 20:11
#41   Regena
      
References:


High roller MiFinity casinos best paying MiFinity casinos Australia
14 ოქტომბერი 2026 19:02
#40   Jorg
      
References:


Instant withdrawal MiFinity casino Australia https://skitterphoto.com/photographers/3471825/foley-logan
14 ოქტომბერი 2026 16:07
#39   Charla
      
References:


Online casino wire transfer australia https://skyscrapperwiki.site
14 ოქტომბერი 2026 04:22
#38   Mckenzie
      
References:


Legal wire transfer casinos australia wire transfer gambling Australia
14 ოქტომბერი 2026 04:14
#37   Melinda
      
References:


Neosurf casino vip program australia neosurf
casino daily bonus australia
14 ოქტომბერი 2026 03:46
#36   Cleo
      
References:


Wire transfer online casino sites Australia onlinevetjobs.com
14 ოქტომბერი 2026 02:29
#35   Charli
      
References:


Australian bank transfer casino qilurexian.net
14 ოქტომბერი 2026 00:08
#34   Jennie
      
11 ოქტომბერი 2026 20:05
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი