ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა, მერის მოადგილემ არმენ ბდოიანმა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ართურ შირინიანმა ქალაქ ნინოწმინდის ცენტრალურ პარკში მიმდინარე სამუშაოები, შემდეგ კი ტერიანის ქუჩაზე მდებარე ახლად აშენებული სტადიონი დაათვალიერეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად აშენებული სტადიონი, რადგან ახალგაზრდები უფრო დიდი სიამოვნებით ჩაერთვებიან სპორტში და პარალელურად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესი განვითარდება“, - განაცხადა ანივარდ მოსოიანმა.
რაც შეეხება ქალაქ ნინოწმინდის ცენტრალურ პარკს, მერის თქმით, სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება და ის ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი სივრცე იქნება როგორც ადგილობრივებისთვის, ისე სტუმრებისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.