ევროპარლამენტის წევრი რასა იუკნევიჩიენე: თუ „ქართულ ოცნებას“ არ ესმის, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, დავეხმარები ამის გაგებაში. ეს ნიშნავს საქართველოს დებიძინიზაციას ან დეივანიშვილიზაციას
13-07-2022, 14:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ჩვენ მხარდაჭერას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. განვითარებული მოვლენები, რომელიც ჩვენი კოლეგებისგან მოვისმინეთ, შემაშფოთებელია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-თავმჯდომარემ, ლიეტუველმა პოლიტიკოსმა, რასა იუკნევიჩიენემ საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების წლიური ანგარიშის განხილვაზე განაცხადა.

 


ევროპარლამენტარის თქმით, საქართველო ერთი ადამიანის ტყვეობაშია და ევროკომისიის მოხსენებაში ნახსენები დეოლიგარქიზაცია საქართველოს დებიძინიზაციას ან დეივანიშვილიზაციას ნიშნავს.

 


„ქვეყანა, საქართველო, მე ვიტყოდი, რომ ერთი ადამიანის ტყვეობაშია და თუ „ქართულ ოცნებას“ არ ესმის, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც აღნიშნულია ევროკომისიის მოხსენებაში, მე მათ დავეხმარები ამის გაგებაში. ეს ნიშნავს საქართველოს დებიძინიზაციას ან დეივანიშვილიზაციას. სწრორედ ეს სჭირდება საქართველოს მოსახლეობას, რომ აღარ იყოს ერთი ადამიანის ტყვეობაში. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ევროპარლამენტში მხარი დავუჭირეთ რეზოლუციას, სადაც სანქციებია ნახსენები და არ შეწყვიტოთ ამაზე ფიქრი. ასევე, ყურადღებას ვაქცევ ევროკომისიას და სხვა ინსტიტუტებს ჩვენს რეზოლუციასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, უნდა დავეხმაროთ ქვეყანას, რომ იყოს გათავისუფლებული და თავისუფალი, ღიად ვიტყოდი, კრემლის მსგავსი პოლიტიკოსებისგან. ეს ძალიან ეხმარება კრემლს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისგან შორს იყოს სამომავლოდ. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ ვხედავთ, რომ მოქალაქეები თავისით ცდილობენ ქვეყნის ისტორიაში უდიდესი დემონსტრაციების ორგანიზებას. მე ვხედავ ძალიან პოზიტიურ და ოპტიმისტურ მცდელობებს ამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისგან და ვფიქრობ, რომ ისინი შეასრულებენ საკუთარ სამუშაოს და ჩვენ ყველა ერთად შევიყვანთ ამ ხალხს ევროკავშირის ოჯახში ჩემ სიცოცხლეში“, – განაცხადა რასა იუკნევიჩენემ, რომლის კომენტარს საქართველოს „პირველი არხი“ ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი