საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ლევან ვარშალომიძისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პარლამენტში 2022 წლის საგაზაფხულო სესიის სულ 26 სხდომა ჩატარდა და ლევან ვარშალომიძემ 26-ვე გააცდინა.
„არის კონკრეტული ჩამონათვალი – ჯანმრთელობის ცნობა, ან რომ ოჯახური მდგომარეობით არის გამოწვეული, ან რომ იმყოფებოდა პარლამენტიდან მივლინებაში, ან რომ პარლამენტის დავალებით რაიმე ღონისძიებაზე. არც ერთი რეგლამენტში გაწერილი რეგულაცია, რომელიც ამ შემთხვევაში ამ საკითხს არეგულირებს, მისი მხრიდან არ ყოფილა დაცული და არც ფრაქციას წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტი, რაიმე ცნობა, რაიმე საბუთი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ დეპუტატის მიერ გაცდენილი სხდომები შეიძლება, ჩათვლილი ყოფილიყო საპატიოდ. აქედან გამომდინარე, ამ მხრივ კომიტეტის უფლებამოსილება სრულად იქნა შესრულებული და ამოწურული. დასკვნაც შესაბისად ამ ფაქტობრივ მოცემულობაზე არის გაკეთებული. მათ შორის ბოიკოტთან დაკავშირებული საკითხებიც რეგლამენტითაა დარეგულირებული და არც ამ მიმართულებით, პირადად მისგნ და არც ფრაქციისგან არ ყოფილა შესაბამისი რეგულაციების დაცვით ეს პროცედურა შესრულებული. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ლევან ვარშალომიძის მიერ საგაზაფხულო სესიის 26 მორიგი სხდომა გაცდენილი იქნა არასაპატიო მიზეზით“, – განაცხადა ორაკლი ქადაგიშვილმა.
გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს ეცნობება, რის შემდეგაც განსახილველად პირველივე სხდომაზე გავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.