მესტიის მუნიციპალიტეტი რიგით მეორე სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს. 10 ივლისს, სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა.
აღნიშნული ფესტივალი წელს 13 უცხოელ და 45 ქართველ კინოხელოვანს მასპინძლობს, მათ შორის არიან კანის, ბერლინალეს, სანდესის, ტალინის, გეტებორგის, ლოკარნოსა და სხვადასხვა მთავარი პროგრამერები.
ფესტივალზე წარმოდგენილია მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი.
ფესტივალის ფარგლებში საკონკურსოდ შერჩეული ოცდაათამდე მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება მიმდინარეობს ყოველდღიურად მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ასევე სეტის მოედანზე, ღია ცის ქცვეშ.
ფესტივალის გრანდიოზული დასკვნითი ღონისძიება გაიმართება 15 ივლისს, 20:00 საათზე, სეტის მოედანზე, ღია ცის ქვეშ. მოწვეული პროგრამერების მიერ გამოვლინდება საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლის ავტორსაც გადაეცემა ,,ქალღმერთი დალი"-ს პრიზი. ხოლო სხვა გამარჯვებულ ფილმების ავტორებს გადაეცემათ ფულადი პრიზები.
სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია, სასტუმრო ,,ფოსტა", სს ,,თელიანი ველი" და სარეკლამო კომპანია allprint
პირველი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი 2021 წლის სექტემბრის თვეში გაიმართა.
ფესტივალის დამფუძნებლები და ორგანიზატორები არიან ახალგაზრდა კინორეჟისორი მარიამ ხაჭვანი და მისი მეუღლე თემო ჩხვიმიანი.
ინფორმაციას მესტიის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.