საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღალოში მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ "რუსთავი-2" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მამაკაცმა ერთი ადამიანი საკუთარ ეზოში მოკლა, ერთი კი დაჭრა.
სავარაუდოდ, ბრალდებულს მოკლულის და დაჭრილის ვალი ჰქონდა. სწორედ ფულის სათხოვნელად მივიდნენ მასთან თანასოფლელები, რა დროსაც შელაპარაკება მოხდა. მამაკაცმა ორივეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
ამ დროისთვის დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.