მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე: მას შემდეგ, რაც ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთ თანამშრომელთან, რომელმაც მითხრა, რომ აშშ-ში წამსვლელი მოსამართლეების სიიდან ამოღებული ვიყავი
15-07-2022, 16:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

 

 

ჩხიკვაძე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისგან და მოსამართლეებს მიეცეთ საშუალება, მართლმსაჯულება განახორციელონ მშვიდ გარემოში

 


„მას შემდეგ, რაც მოვისმინე ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადება სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, სადაც ის, ჩემი შეფასებით, პირდაპირ ზეწოლას ახდენს სასამართლოზე და აშკარად მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს, რომ მომავალი კვირის სამშაბათს, ანუ 19 ივლისს, როცა სასამართლო სხდომაა ჩანიშნული, პირველივე განხილვაზე გაამართლოს გვარამია და ამით გამოასწოროს ძველი შეცდომები (ანუ რომელიც მე თითქოსდა დავუშვი), გადავწყვიტე, გავაკეთო შემდეგი განცხადება: როგორც ცნობილია, ბატონი გალერი გერმანელი პოლიტიკოსია და წლებია, ევროპარლამენტის წევრია და უბრალოდ ჩემთვის საინტერესოა, საკუთარი ქვეყნის მოსამართლეებზე თუ მოახდენდა ამგვარ ზეწოლას და მათთვის პირდაპირი მითითებების მიცემას, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის შედეგთან დაკავშირებით? და რაც მთავარია, რა რეაქციები მოჰყვებოდა მის ასეთ ქმედებას მისსავე სამშობლოში? აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავ შემდეგს:

 


რა თქმა უნდა, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, გამამართლებელი განაჩენიც და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც არანაირი პირადი და მით უფრო, პოლიტიკური ინტერესი არ გამაჩნია ბრალდებულების მიმართ. თუმცა, ჩემი შეფასებით, ევროპარლამენტარ გალერის განცხადება არის პირდაპირი ზეწოლა ჩემს კოლეგებზე, რომლებმაც უნდა განიხილონ საქმე ზემდგომ ინსტანციაში და რომლებზეც უკვე ღია ზეწოლა იწყება და, რომელიც აუცილებლად გაძლიერდება (ამის პირადი გამოცდილება სამწუხაროდ გამაჩნია).

 


მას შემდეგ, რაც ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან (აშშ-ის იუსტიციის დეპარატამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით, ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილ ვიზიტში (სადაც ექვსი სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით აშშ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ, ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი.

 


ეს ვითარება ჩემთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა. თუმცა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა და ახლა უკვე ზოგიერთი პოლიტიკური ძალა „სანქციებითაც“ მემუქრება ამ კონკრეტული საქმის განხილვის შედეგის გამო და არ მინდა, რომ იგივე გაიარონ ჩემმა კოლეგა მოსამართლეებმა, რომლებსაც, როგორც უკვე აშკარად ჩანს, ამ საქმის განხილვა მოუწევთ დაუფარავი და დიდი ზეწოლის ქვეშ.

 


და ბოლოს, მინდა, მოვუწოდო პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისგან და მოსამართლეებს მიეცეთ საშუალება, მართლმსაჯულება განახორციელონ მშვიდ გარემოში და გადაწყვეტილებები მიიღონ საქართველოს კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე“, – აღნიშნულია მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაში, რომელსაც „რუსთავი 2“ ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 55
#55   Andreas
      
References:


MiFinity casino low wagering bonus https://www.canadaasians.com/
დღეს, 16:29
#54   Dominik
      
References:


Offshore casinos accepting MiFinity Australia winnipegasians.com
დღეს, 05:29
#53   Leila
      
References:


Wire transfer casino for Australian players freudwiki.site
გუშინ, 16:29
#52   Darell
      
References:


Osko casino deposits Osko casino banking options
გუშინ, 05:14
#51   Dexter
      
References:


Best bank transfer casinos australia australian casino payment methods wire transfer
გუშინ, 01:34
#50   Genia
      
20 ოქტომბერი 2026 16:22
#49   Mel
      
References:


Online casino banking options australia pad.batsense.net
20 ოქტომბერი 2026 05:15
#48   Roosevelt
      
References:


Bpay high roller pokies legit BPay
casinos Australia
18 ოქტომბერი 2026 16:18
#47   Rodolfo
      
References:


Bpay pokies instant withdrawal real money
pokies BPay Australia
18 ოქტომბერი 2026 13:31
#46   Corrine
      
References:


Instant bank transfer pokies Osko payment
method casino
17 ოქტომბერი 2026 18:14
#45   Zack
      
References:


Deposit with neosurf casino australia https://27vlz.ru
14 ოქტომბერი 2026 02:39
#44   Quinn
      
References:


Play pokies with bank transfer australia http://git.kidsrkidschina.com/twigstitch36
13 ოქტომბერი 2026 22:11
#43   Mason
      
References:


Top australian bank transfer casinos casinos accepting wire transfer australia
11 ოქტომბერი 2026 10:36
#42   Huey
      
References:


Neosurf alternative payment methods casino https://androidonly.com/
11 ოქტომბერი 2026 08:53
#41   Stephen
      
References:


Mobile casino neosurf australia neosurf casino loyalty program
4 ოქტომბერი 2026 16:39
#40   Evie
      
References:


New online pokies neosurf https://dancewiki.site/
4 ოქტომბერი 2026 14:00
#39   Danial
      
References:


Online pokies neosurf http://mashspec.ru/user/duckrobin3/
4 ოქტომბერი 2026 11:22
#38   Danny
      
References:


Anonymous payid pokies instant payid withdrawal pokies australia
25 სექტემბერი 2026 02:15
#37   Glory
      
References:


Beste online casinos mit sofortüberweisung http://t.044300.net/home.php?mod=space&uid=3112962
24 სექტემბერი 2026 11:56
#36   Sadie
      
References:


Legale sofort casinos deutschland bbs.hgzvip.net
24 სექტემბერი 2026 06:56
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი