სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა განკარგულებას რიგგარეშე საპარლამენტო სესიის მოწვევის შესახებ
15-07-2022, 18:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც რიგგარეშე საპარლამენტო სესიის მოწვევას ითვალისწინებს.

 


„მინდოდა, ყველასთვის მეცნობებინა, რომ ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც ნიშნავს სესიის მოწვევას. მინდა, საზოგადოებისთვის გასაგები იყოს, რატომ მოვაწერე ხელი. ჯერ ერთი, მინდა, ისიც იყოს ნათელი, რომ არც ბულინგისა და არც ზეწოლის შედეგად არ ვაწერ ხელს. მგონი, ეს ყველამ უკვე კარგად იცის. მოვაწერე ხელი იმიტომ, რომ მიმაჩნია, დღეს ქვეყნის წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის 12 რეკომენდაცია, რომელიც მივიღეთ ევროკომისიისგან. ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ ექვს თვეში, თუ შვიდ თვეში, მაგრამ ეს არის ჩვენი დღევანდელი ყველაზე დიდი გამოწვევა. ამდენად, მიმაჩნია, რომ სესიის მოწვევა არის გამართლებული. შესვენება არ არის ახლა გამართლებული.

 

 

მე მოვუწოდებ ყველას, ოპოზიციასაც და ხელისუფლებას, უმრავლესობას, რომ სრულად მიიღონ მონაწილეობა ყველაფერში. ჩვენ ყველა ძალისხმევა უნდა მოვიხმაროთ, რათა ის კანონები, რაც მისაღებია, მივიღოთ დროულად და ყველა ის საკითხი, პირველ რიგში, დეპოლარიზაციის საკითხი, ერთად ყოფნით, დიალოგით და პარლამენტში ყოფნით გადაწყვეტილი იყოს. ეს არის ამ ქვეყნის ერთადერთი პერსპექტივა. ის ევროპული პერსპექტივა, რომელიც მივიღეთ და არავის აქვს უფლება, ამ პერსპექტივიდან, ამ გზიდან გადაგვიყვანოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი