საქართველოს ვიცე- პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გაზრდილ ენერგო-ტარიფებთან დაკავშირებით მორიგი კომენტარი გააკეთა და განმარტა იმის მიზეზი, თუ რატომ მოხდა ელექტროენერგიის 4 თეთრით გაიაფებული ტარიფის გაზრდა.
"ამ მიმართულებით ჩვენ ფართო განმარტებები გავაკეთეთ. ეს რა თქმა უნდა, მოსახლეობისთვის მძიმე და მტკივნეულია, როდესაც ჩვენ იმ ძველ ნიშნულს დავუბრუნდით. როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, 4 თეთრით შევამცირეთ ელექტროენერგიის საფასური, თუმცა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, როდესაც დოლარი ლართან მიმართებაში გამყარდა, ჩვენ გვიწევს, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის შემოტანა, ასევე თბოელექტროსადგურები, რომლებიც გაზზე მუშაობს და ჩვენ გაზის საფასურს დოლარს ვიხდით - ამის გამო მოხდა ტარიფის კორექტირება და იმ ძველ ნიშნულზე დაბრუნება, რომელიც 2012 წლამდე იყო", - განაცხადა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.