საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
16-07-2022, 11:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.

 


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისასალმებელია, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგება თბილისში. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა იქნება წარმატებული და დიალოგის პოზიტიურ დინამიკას შეუწყობს ხელს. აქვე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პერსონალური ძალისხმევის როლს გაუსვა ხაზი, როგორც წარმატებული მედიატორის სომხეთ-აზერბაიჯანის მედიაციის საკითხში.

 


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივაზე და თანამშრომლობაზე ურთიერთსასარგებლო სფეროებში, მათ შორის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და კულტურის მიმართულებით. აღინიშნა, რომ დიალოგის ეს პლატფორმა რეგიონული ურთიერთობების ნორმალიზებას შეუწყობს ხელს.

 


ასევე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, მათ შორის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში.

 


მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას რეგიონში არსებული ვითარება და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილა.

 


ჯეიჰუნ ბაირამოვმა პრემიერ-მინისტრს დაუდასტურა აზერბაიჯანის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ასევე მტკიცედ უჭერს მხარს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

 


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფარიზ რზაევი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი