"ივანიშვილმა 2004 წლის თებერვალში მე და ადეიშვილს ბინის ჩუქება შემოგვთავაზა"
როგორც ყოფილმა შს მინისტრმა 26 მაისის საქმეზე გამართულ პროცესზე განაცხადა, მან ზურაბ ადეიშვილის სახელითაც აღნიშნულ საჩუქარზე უარი უთხრა. მერაბიშვილის თქმით, მან ასევე უარი თქვა სხვა საჩუქრებზეც.
როგორც მერაბიშვილმა განაცხადა, იგი პუტინის და ივანიშვილის პირადი პატიმარია.
"მე ვარ ყველაზე კომფორტულ ადგილას, სადაც უნდა იყოს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი. ვუცხადებ მხარდაჭერას იმ ადამიანებს, რადგან ეს საქმე, რომელიც დავიწყეთ 2003 წელს, ბოლომდე მათი მისაყვანია. მე კარგად ვიცოდი და მესმოდა, რომ არცერთ რეფორმატორს, არცერთ ჯგუფს, რომელიც შეებრძოლა საზოგადოების ჩამორჩენილ ნაწილს, "დაუფასდებოდა" სამართლიანად გაწეული საქმეები. რეფორმატორები მალე ხდებოდნენ შურისძიების მსხვერპლნი. დღევანდელი ხელისუფლება არავითარ რეფორმას არ ახორციელებს იმიტომ, რომ შურისძიებით არიან დაკავებული", - განაცხადა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ მას საკუთარი პრინციპებისთვის არც არასდროს უღალატია და არც არასდროს უღალატებს.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ის ტაქტიკა გააგრძელა, რასაც რუსი ოლიგარქები ახორციელებდნენ.
"ჩვენ გვებრძოდა ორი რუსი ოლიგარქი - ბიძინა ივანიშვილი და ბადრი პატარკაციშვილი. ეს ყველაფერი კი მათი სახელით იყო ვლადიმერ პუტინის მიერ განხორციელებული. მთავარი სამიზნე ჩვენ ვიყავით და ეს ორი ოლიგარქი, ადამიანების გატაცებებით ნაშოვნი ფულით, ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენეს. ბევრი ადამიანი იძულებულია, დღეს შეასრულოს მოსამართლის, პროკურორის, ბადრაგის, ციხის მცველის როლი. მე მათ არ ვამტყუნებ, ეს მათი არჩევანია და ვამაყობ, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც საფრთხის მიუხედავად დაუპირისპირდნენ დიდ ფულს და იდგნენ საკუთარი პრინციპების დაცვისთვის", - განაცხადა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, ის არის ამაყი და შეეცდება, რომ მის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს აუხსნას, თუ რატომ გააკეთა ეს არჩევანი და რატომ არ დატოვა საქართველო.
"მე ჩემს პრინციპებს დავიცავ აქ ციხეში. რაც არ უნდა შემზღუდონ, გამიყვანონ დღისით და ღამით, მე ჩემს პრინციპებს არ გადავალ. დღეს თუ ხვალ თქვენ გამოიტანთ განაჩენს, მაგრამ ეს არა ჩემი, არამედ თქვენი განაჩენი იქნება, როგორც ქუთაისის სასამართლომ გამოუტანა თავის თავს განაჩენი. მორჩილების თეთრი დროშა ადრე თუ გვიან თბილისის სასამართლოზეც აფრიალდება. ეს რაც მალე მოხდება, უკეთესია, რადგანაც ის ადამიანები მალე მიხვდებიან, რაც გააკეთეს, ვისაც ეგონა, რომ ივანიშვილი მილიარდებს მათი კეთილდღეობისთვის გამოყოფდა. რაც მალე აღიმართება თბილისის სასამართლოზე თეთრი დროშა, მით უფრო მალე გააკეთებს ქართველი ხალხიც დასკვნას", - განაცხადა მერაბიშვილმა და განცხადების გაკეთების შემდეგ დარბაზი დატოვა.
ვანო მერაბიშვილი მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებზე სასამართლო პროცესებს აღარ დაესწრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.