ისრაელის ელჩმა იუვალ ფუქსმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა
20-11-2015, 03:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისრაელის ელჩმა საქართველოში, იუვალ ფუქსმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.


ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, პატრიარქმა მწუხარება გამოთქვა ისრაელში გუშინ მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, მსხვერპლთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერორიზმი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.


ისრაელის ელჩმა პატრიარქს განუცხადა, რომ იერუსალიმი ყოველთვის ღია იქნება ნებისმიერი რელიგიის მიმდევარისთვის.


მოგვიანებით, შეხვედრაზე საქართველოში ტყეების აღდგენასთან დაკავშირებით ისრაელის კომპანია "J Global Group"-თან თანამშრომლობა განიხილეს.


შეგახსენებთ, რომ გუშინ პალესტინელების მიერ ორგანიზებული ორი ტერაქტის შედეგად (თელ-ავივსა და სამხრეთ იერუსალიმში) ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი