18 ივლისი საერთო საჯარისო ცენტრის დღეა
18-07-2022, 18:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს თავდაცვის ძალები 18 ივლისს საერთო საჯარისო ცენტრის დღეს აღნიშნავს.
საზეიმო ღონისძიება წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისის”
ტერიტორიაზე ჩატარდა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო
განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დაესწრო. მან სამხედროებს სიტყვით
მიმართა, საჯარისო ცენტრის დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა. წარმატებულ სამხედრო
მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

 

 

საერთო საჯარისო ცენტრი სასწავლო ცენტრი ,,კრწანისის“ ბაზაზე 2016 წელს შეიქმნა. საერთო
საჯარისო ცენტრის ამოცანაა თავდაცვის ძალების ოფიცერთა და სერჟანტ-კაპრალთა მომზადება
და გადამზადება ძირითადი სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით და ტაქტიკური
და ტექნიკური დოქტრინების შემუშავების მხარდაჭერა. საერთო საჯარისო ცენტრი
ორიენტირებულია გვარეობების მიხედვით სპეციალისტების, სერჟანტებისა და ოფიცრების
მომზადებაზე. ცენტრი უზრუნველყოფს სერჟანტთა სპეციალიზაციის სამხედრო პროფესიული
განათლების I და II საფეხურებს; ოფიცრებისათვის ახორციელებს უმცროს ოფიცერთა
მომზადების და კაპიტნის საკარიერო კურსის საგანმანათლებლო პროგრამებს. აღნიშნულ
სტრუქტურულ ერთეულებში ხორციელდება 130-ზე მეტი სამხედრო საგანმანათლებლო
პროგრამა. საერთო საჯარისო ცენტრი აქტიურად არის ჩართული ეროვნულ და საერთაშორისო
სწავლებებში. ცენტრის პირადი შემადგენლობა მონაწილეობს როგორც უწყებათაშორის, ასევე
საერთაშორისო სწავლებებში.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი