"საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებთან, ნიკოლოზ კრავეიშვილთან და ვახტანგ ღამბაშიძესთან ერთად ზესტაფონში მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები დაათვალიერა.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ", წინასწარ შემუშავებული გეგმის ფარგლებში, გარკვეული ნაგავსაყრელების ოპერირება შეაჩერა და შესაბამისი სტანდარტებით მათი ეტაპობრივი დახურვის სამუშაოები დაიწყო. სწორედ აღნიშნული გეგმის გათვალისწინებით, დაიხურება ზესტაფონის მუნიციპალური ნაგავსაყრელი, რომელიც 2007 წლიდან ფუნქციონირებს.
მათივე ინფორმაციით, დახურვის სამუშაოების ფარგლებში მოხდება პოლიგონის ზედაპირის რელიეფის ფორმირება, ნარჩენების მოსწორება და თიხნარი გრუნტით გადაფარვა. ასევე, მდინარე ყვირილას მხრიდან მოეწყობა ქვანაყარი ბერმა, რათა მდინარის ადიდების შემთხვევაში, თავიდან იქნას აცილებული ნარჩენების მდინარეში მოხვედრის საფრთხე.
ამ დროისთვის, ქალაქ ზესტაფონის მყარ ნარჩენებს თერჯოლის კეთილმოწყობილი მუნიციპალური ნაგავსაყრელი იღებს. ზესტაფონის მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის პროექტის ღირებულება 799 990 ლარია. პროექტს კომპანია "ინშაათ საქართველო" ახორციელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.