მესტიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი სტუმრობს
18-07-2022, 20:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა, დაბა მესტიაში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა.

 


შეხვედრის თემა გახლდათ მესტიის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა: ელჩმა მუნიციპალიტეტის მერისგან მიიღო ინფორმაცია ზემო სვანეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის, ტურიზმის მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების შესახებ.

 

 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს იმ პროექტების შესახებ, რომელიც მუნიციპალიტეტში აშშ-ს მხარდაჭერით განხორციელდა.

 

 

კელი დეგნანმა, კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს მესტიის მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესს.

 


შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, მესტიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ქალბატონი ნელი ნავერიანი, მერის მრჩეველი კულტურისა და სოციალურ საკითხებში, ლევან კიკვიძე და მერის თანაშემწე კულტურის მიმართულებით, ვახტანგ ფილფანი.

 


შეხვედრის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერმა აშშ-ის ელჩს სიმბოლური საჩუქრები - სვანური ქუდი და ადგილობრივი მხატვრის, რეზო ხოჯელანის ნამუშევარი გადასცა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი