სამდღიანი დაკვირვების ანალიზს მოგახსენებთ:
როგორც ჩანს, სოსო გოგაშვილი ოპოზიციასთან წინასწარ დალაგდა (ენმ, გახარია, ლელო), მე კომპრომატებს გამოვყრი, ელჩებს მივაწოდებ და თქვენ სანქციების წინ პროტესტი ააგორეთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთო.
სუსის კრებსების მიხედვით, იურიდიულ კონსულტაციებსაც კი კახა კოჟორიძესთან გადიოდა.
რადგან არც გოგაშვილია ჩეკისტი და არც მელია, გახარია, ხაზარაძე პოლიტიკოსი, ეს გეგმა აყირავდა.
გოგაშვილი დააკავეს, პროცესი დაგრიფეს და ადვოკატებსაც აუკრძალეს მედიასთან კომუნიკაცია.
მედიისთვის დატოვებული მასალების გარდა, ვერც ვერაფერი გასაჯაროვდება, ელჩები (თუ სიმართლეა), არც შეიმჩნევენ საჯაროდ მასალების არსებობას.
ოპოზიციამ ვერც ის მოიფიქრა ,გოგაშვილი ქვეყნის გარეთ ,უსაფრთხოდ გაეყვანათ მასალებთან ერთად,და ისე დაეწყოთ მხილების პროცესი.
სამი დღე იცავდა ოპო სპექტრი ეთერში გოგაშვილს, მაგრამ იმდენად მძიმე აღმოჩნდა საზოგადოების რეაქცია ,მეოთხე დღეს უკვე გაიტრუნენ!
რა მოხდება ახლა?
არც არაფერი,გარდა იმისა რომ გოგაშვილი დარჩება პატიმრობაში,ოპოზიცია ისევ თამაშგარე მდგომარეობაში.
p.s.სხვა წესებით გეთამაშებათ ივანიშვილი ქარაქუცა ოპოზიციას,მისი მთავარი თავისტკივილი მიშაა,თქვენ კი მიშას თემაზე მოჭიდების ნაცვლად,მისგან დისტანცირება დაიწყეთ!
ჰო, დაეწყვეთ ახლა და ეძახეთ ხიხო. მორიგჯერ ჩაგიტარათ პატარა ტრიუკი.
ელისო კილაძე,
ჟურნალისტი
წყარო: Facebook-ი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.