საფრანგეთი მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს , რომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჩაერთოს.
საფრანგეთის ხელისუფლება თვლის, რომ ეს განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ თავისთავზე აიღო პარიზის ტერაქტები და რუსული ავიალაინერის А321-ის ჩამოგდება.
ხუთშაბათს, საფრანგეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს განსახილველად წარუდგინა რეზოლუციის პროექტი, რომელიც „ ტერორისტული აქტების აღკვეთის და თავიდან აცილების მიზნით, ძალისხმევის გაორმეგების და კორდინააციისკენ“ მოუწოდებს.
ფრანგული დოკუმენტი გარკვეულ კონკურენციაშია ამავე თემაზე რუსეთის მხრიდან შემოტანილ დოკუმენტთან, რომელშიც ასევე საუბარია ძალისხმევის კოორდინაციაზე, თუმცა ის ბაშარ ასადთან კოორდინაციასაც გულისხმობს, რის წინააღმდეგაც ბრიტანეთი და უშიშროების საბჭოს სხვა წევრი ქვეყნები გამოდიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.