ისნის რაიონის გამგეობამ ორი მჭიდროდ დასახლებული უბნის დასაკავშირებლად მიწისქვეშა გადასასვლელი მოაწყო. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სამუშაოების შესრულების შემდეგ, ადგილობრივ მცხოვრებლებს დიდი ხნის პრობლემა მოუგვარდათ, რადგან აქამდე მათ სარკინიგზო ლიანდაგზე გადასვლა უწევდათ.
„ისნის რაიონის გამგეობამ ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩაზე, სარკინიგზო მაგისტრალის ქვეშ, ორი მჭიდროდ დასახლებული უბნის დამაკავშირებელი, ფეხით მოსიარულეთა მიწისქვეშა გადასასვლელი მოაწყო.აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობა გვენცაძის, პაპიაშვილის, ბუშის ქუჩის, გუჯარეთის 1-2 და მელანიის 1-2-3-4 შესახვევების მცხოვრებლების დიდი ხნის სურვილი იყო. დღესასწაულების დროს, პეტრე-პავლეს სასაფლაოსა და ეკლესიაში მიმავალი მოქალაქეებისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება, რადგან სარკინიგზო ლიანდაგებზე გადასვლა ხშირად სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი იყო. ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნული პროექტის განხორციელებით კმაყოფილია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობისთვის ისნის რაიონის გამგეობის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელება 2021 წელს დაიწყო და რამდენიმე კვირის წინ დასრულდა.
მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობისთვის ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 684 857 ლარი დაიხარჯა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.