დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პროექტის - „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, კიდევ ერთი ღონისძიება ჩატარდება.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 23 ივლისს, დიდი დიღმის ახალ პარკში ბენდ Killages კონცერტი და სხვადასხვა საბავშვო და სპორტული აქტივობა გაიმართება.
„გრძელდება პროექტი „თბილისის ცისქვეშ“, რომლის ფარგლებშიც, 23 ივლისს დიდი დიღმის ახალ პარკში (მირიან მეფის ქუჩა) დაგეგმილიგვაქვს ღონისძიება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება პოპულარული ახალგაზრდული ბენდის - Killages კონცერტი, საბავშვო გასართობი, შემეცნებითი აქტივობები, თეატრალურიწარმოდგენებიდასპორტული აქტივობები.ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობა 18:00-დან 23:00 საათამდე პერიოდში გაიმართება. კონცერტი დაიწყება 21:00 საათზე. ასევე, წარმოდგენილი იქნება DJ-ის პროგრამა. რაც შეეხება საბავშვო ნაწილს, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება, ღონისძიებაზემისულ პატარებს მეზღაპრის, ხატვისა და ილუსტრატორთა კუთხეები, თითებისა და მოზარდ-მაყურებელთათეატრების სპექტაკლები დახვდებათ, სპორტულ ნაწილში კი გოლფის, მაგიდის ჩოგბურთის, ტექბოლისა და ვირტუალური (VR) სივრცეები იქნება წარმოდგენილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.
„აგვისტოში გარკვეული პაუზა გვექნება, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ქალაქიდან გადის. შესაბამისად, აგვისტოს ბოლოდან ან სექტემბრიდან პროექტი ისევ გაგრძელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.