ლევან დავითაშვილი: თურქმენეთი დაინტერესებულია საქართველოს დერეფნის გამოყენებით, საუბარია რამდენიმე მილიონ ტონა დამატებით ტვირთნაკადზე
20-07-2022, 14:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქმენეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, განვიხილეთ სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, თურქმენეთში განაცხადა.

 

 

მისი თქმით, თურქმენეთთან ხელი მოეწერა ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც საშუალებას იძლევა, აშხაბადთან პირდაპირი ფრენები დაინიშნოს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

 

 

„ორმხრივი შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება ეკონომიკაში. ასევე ხელი მოეწერა ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ აშხაბადთან ჩვენ პირდაპირი ფრენები დავნიშნოთ, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. თურქმენეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. განვიხილეთ სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. ის, რომ მოიხსნას ბარიერები ქართულ პროდუქციაზე და მეტ ქართულ პროდუქტს თურქმენეთში ექსპორტის შესაძლებლობა გაუჩნდეს. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია სატრანსპორტო საკითხების განხილვა. თურქმენეთი მნიშვნელოვანი ქიმიური მრეწველობის მქონე ქვეყანაა, რომელსაც აინტერესებს საქართველოს დერეფნის გამოყენება. საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გამოყენების მეშვეობით თავისი პროდუქციის გატანა. ეს არის დამატებითი ტვირთბრუნვის გაზრდის შესაძლებლობები. საუბარია რამდენიმე მილიონ ტონა დამატებით ტვირთნაკადზე საქართველოს დერეფნის გამოყენებით. ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა და იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანებში დამატებითი ტვირთები გაჩნდება თურქმენეთიდან საქართვლოს მიმართულებით. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე. დღეს თურქმენეთი საქართველოში ნავთობ და ნავთობქიმიის პროდუქტებს აგზავნის, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ საქართველოში იაფი ენერგორესურსები შემოტანა განვიხილოთ და ამ საკითხზე ჩვენი სამინისტრო კოლეგებთან ერთად იმუშავებს მომავალშიც“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი