ილია დარჩიაშვილი: პრემიერის ვიზიტმა ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი რეგიონის თანამშრომლობას შუა აზიის ქვეყნებთან
20-07-2022, 14:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დღეს სრულდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქმენეთში. ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა - ხელს შეუწყობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას და გაღრმავებას და ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც აქვს ორ ქვეყანას უნდა იქნას მაქსიმალურად ათვისებული და გაძლიერებული ამ თანამშრომლობის პარალელურად, -ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტის შეფასებისას თურქმენეთში განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, ზოგადად უზბეკეთში და თურქმენეთში პრემიერის ვიზიტები ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის თანამშრომლობას შუა აზიის ქვეყნებთან.

 


„ზოგადად, პრემიერ-მინისტრის შუა აზიაში ვიზიტს აქვს განსაკუთრებული დატვირთვა. როგორც ცნობილია, ის ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა უზბეკეთში და დღეს უკვე თურქმენეთში სრულდება მისი ოფიციალური ვიზიტი. ამ ვიზიტმა საერთო ჯამში უნდა შეუწყოს ხელი ჩვენი რეგიონის თანამშრომლობას შუა აზიის ქვეყნებთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ის ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც ერთი მხრივ ამ რეგიონს გააჩნია, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს, რათა ჩვენ შევძლოთ აღნიშნული თანამშრომლობის შესაბამისად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და მაქსიმალურად ავითვისოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი რეგიონში,“- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი