საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
20-11-2015, 04:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის  პოლიტიკური კონსულტაციების რეგულარულად გამართვის მექანიზმის შექმნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.


დოკუმენტს საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელი მოაწერეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სან-მარინოს რესპუბლიკის საგარეო და პოლიტიკურ საქმეთა მინისტრმა პასკუალე ვალენტინიმ.


როგრც საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, სან-მარინოს რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს პირველ ოფიციალურ ვიზიტად ეწვია. მან შეხვედრა გამართა ქართველ კოლეგასთან გიორგი კვირიკაშვილთან.


შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის და ფინანსურ სფეროებში ურთიერთობების განვითარებას.


მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, რეგიონში შექმნილი ვითარება და საერთაშორისო საკითხები. ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული ძალისხმევის მნიშვნელობას უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.


შეხვედრაზე სან-მარინოს საგარეო და პოლიტიკურ საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.


პასკუალე ვალენტინი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან.


ვიზიტის ფარგლებში, სან-მარინოს საგარეო და პოლიტიკურ საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებს მოინახულებს და ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი