მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია და კაპიტალური სარემონტო სამუშაოები იწყება.
მეტროსადგურის რეაბილიტაცია თანხვედრაში იქნება ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ასრულებს, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური კი აღადგენს და თანამედროვე სტანდარტებით განაახლებს მეტროსადგურის ტერიტორიაზე არსებულ ე.წ. მწვანე კედელს.
რეაბილიტაციის საწყის ეტაპს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.
„მეტროსადგურ „ავლაბრის“ ვესტიბიულის რეაბილიტაცია დავიწყეთ.შენობა-ნაგებობა ცუდ მდგომარეობაშია და გამაგრების სამუშაოებიტარდება. გარდა ამისა, შიდა ინტერიერი მთლიანად განახლდება და მოწესრიგდება. ასევე, სრულად განახლდება მეტროსადგურის ფასადი. „მწვანე კედელი“, რომელიც ტერიტორიაზე არსებობდა, შენარჩუნდება და პროექტი ახალი ტექნოლოგიებით განხორციელდება, რომლის შემდეგაც, ის კიდევ უფრო შთამბეჭდავი და ლამაზი იქნება. სამუშაოების ჩატარებას, დაახლოებით, რვა თვე დასჭირდება. დაწყებული გვაქვს ქეთევან დედოფლის გამზირის სრული განახლებაც, რომლის ფარგლებში, მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაც მთლიანად მოწესრიგდება. პარალელურად, დავიწყეთ ავლაბრისა და ერევნის სკვერების რეაბილიტაცია, სადაც დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები, განათებები და სარწყავი სისტემები. ასევე, მეტროსადგურ „ავლაბრის“ წინა ტერიტორია მთლიანად განახლდება. მგონია, რომ ეს მთელი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.