აშშ-ის ელჩ კელი დეგნანისგან ველოდი მკაფიო პასუხს, უნდა ეთქვა, მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შედგა თუ არა შეხვედრა, თუმცა გაუგებარი პასუხი მივიღეთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„არ ვიცი, ეს კითხვა დაისვა მიშა ყაველაშვილის მხრიდან და აქაც ველოდი მკაფიო პასუხს. ანუ, ძალიან მარტივი კითხვაა ხომ – ან შედგა შეხვედრა, ან არ შედგა. მე არ ვიცი და ამიტომ საინტერესო იყო ელჩისგან პასუხის მოსმენა ამასთან დაკავშირებით. მას უნდა ეთქვა, რომ ან შედგა ან არ შედგა და საზოგადოება ამას გაიგებდა, თუმცა გაუგებარი პასუხი მივიღეთ. თან ითქვა, რომ ჭორაობაა, თან ის, რომ პასუხს არ გასცემს. ანუ, თან არც უარყო და თან ჭორაობა უწოდა თვითონ საუბარს ამ თემასთან დაკავშირებით. მე არ ვიცი, რა ინფორმაცია აქვს მიშა ყაველაშვილს, თუმცა კითხვა დაისვა და კითხვაზე საჭიროა პასუხი. ელჩს არ უთქვამს, შეხვდა თუ არ შეხვდა, რაც ცუდია, რადგან როდესაც საჯაროდ ისმება ასეთი კითხვები, ჩვენ არ ვიყავით მომხრე, საჯარო კითხვები დასმულიყო ასეთ თემებთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც საჯაროდ ისმება ასეთი კითხვა, ბუნებრივია, ამაზე საჭიროა საჯაროდ მკაფიოდ პასუხის გაცემა, იყო ასეთი შეხვედრა, თუ არ იყო შეხვედრა, თუმცა ამაზე პასუხი საზოგადოებამ ვერ მიიღო“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.