თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ ოფიციალურად გაიხსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და აღნიშნა, რომ კურსი სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობით თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.
„ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსში” სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. მომხსენებლები, რომელთა შორის მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირები და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები არიან, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესზე და მასში არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის, მედიისა და საერთაშორისო ინსტიტუტების როლზე ისაუბრებენ. ხუთი დღის განმავლობაში მსმენელები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემას, მიმდინარე რეფორმებს გაეცნობიან. კურსის მონაწილეები გასვლით ღონისძიებებსა და კრიზისული მდგომარეობის ამსახველ სიმულაციურ თამაშშიც მიიღებენ მონაწილეობას.
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი” სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და 2012 წლიდან ესტონეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით საქართველოში ყოველწლიურად ტარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.