არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები წვრთნებისა და
სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ იმყოფებოდნენ, სადაც მათ თავდაცვის
მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ უმასპინძლა. უმაღლესი სტანდარტებით აშენებულ
ახალ სასადილოში სტუმრები ჯარისკაცის კვებითი მომსახურების პირობებსა და
მრავალფეროვან რაციონს გაეცნენ. არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების
წარმომადგენლებმა სამხედროებთან ერთად „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.
სამხედროების კვებითი მომსახურების სტანდარტებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
ქართული ჯარი უმაღლესი ხარისხის პროდუქტით, მათ შორის უმაღლესი ხარისხის ქართული,
გაუყინავი საქონლისა და ღორის ხორცით მარაგდება. პროდუქტის ხარისხსა და სასადილოებს
თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი,
სურსათის ეროვნული სააგენტო და სამხედრო პოლიცია ამოწმებს. თავდაცვის ძალების ყველა
სამხედრო ნაწილში განახლებულია სასადილო და კვების ობიექტები. ინფრასტრუქტურა
აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები კრწანისში „თავდაცვის უმაღლესი კურსის“
ფარგლებში იმყოფებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.