პრემიერ-მინისტრი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა
22-07-2022, 12:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს, ალაჰშუქურ ფაშაზადეს შეხვდა.

 

კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისგან გულთბილი მოკითხვა გადასცა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე აღნიშნა, აზერბაიჯანი არა მხოლოდ საქართველოს მეზობელი, არამედ მოძმე ხალხია, მეგობარი სახელმწიფოა და საქართველო აფასებს იმ ძმობას და მეგობრობას, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს.

 

„მინდა, კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა დაგიდასტუროთ ჩვენი მხრიდან. მოხარული ვარ თქვენი ნახვით საქართველოში. დიდი პატივია ჩვენთვის თქვენი მასპინძლობა საქართველოში, მე მახსოვს, რამდენიმე წლის წინ შევხვდით, ძალიან კარგი საუბარი გვქონდა და მიხარია, რომ დღეს ისევ გვეწვიეთ თბილისში.

 

ყოველთვის ვამბობ, რომ აზერბაიჯანი არა მხოლოდ ჩვენი მეზობელი, არამედ ჩვენი მოძმე ხალხია, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა და რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ძმობას და მეგობრობას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს. ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი შედეგი, კონკრეტული პროგრესი, გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და თქვენი ვიზიტი არის დასტური ამ ძმობის და სიყვარულის. მე განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ თქვენ განსაკუთრებული მეგობრობა გაკავშირებთ ჩვენს უწმინდესთან და მე ვიცი თქვენი განსაკუთრებული პატივისცემის შესახებ“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

შეხვედრაზე ალაჰშუქურ ფაშაზადემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წვლილი ორი ქვეყნის ძმურ და მეგობრულ ურთიერთობებში.

 

 

„მადლობას გიხდით თქვენი ძვირფასი დრო რომ დაგვითმეთ. ჩვენმა წინა შეხვედრამ თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა და რა თქმა უნდა, მივესალმები.

სანამ ვიზიტი დაიწყებოდა, პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან კავშირი გვქონდა და მან განსაკუთრებით მთხოვა, რომ თქვენთვის პირადად გადმომეცა მისი გულთბილი სალამი და ეს მოვალეობა შევასრულე.

მე პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ის, რომ კავკასიაში ამ ორი, მეზობელი ქვეყნის ურთიერთობები პოლიტიკურ ჭრილში, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური თუ სხვა მიმართულებებით მაღალ დონეზეა, ეს ცალსახად აღსანიშნავია.

 

თქვენი და ბატონი პრეზიდენტის ურთიერთობის შესახებ მე წინა შეხვედრებზეც მქონდა საუბარი ბატონ პრეზიდენტთან. ის ყოველთვის განსაკუთრებულად მოგიხსენიებთ, დიდი პატივისცემით არის განწყობილი თქვენს მიმართ და თქვენი ურთიერთობა, აისახება ხალხზეც, ქვეყნებზეც და თქვენი მაღალი დონის ურთიერთობებშიც და ეს არის ჩვენთვის მაგალითი“, - განაცხადა ალაჰშუქურ ფაშაზადემ.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა ღონისძიებებზე, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან, მუსლიმი თემის მხარდაჭერის მიმართულებით ხორციელდება.

 

შეხვედრაზე ითქვა, რომ ამ დროისთვის სახელმწიფომ მუსლიმებს სარგებლობაში გადასცა 228 მეჩეთი, ასევე 1300 კვ. მეტრი მიწა თბილისში „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ ცენტრალური ოფისის ასაშენებლად. დღეის მდგომარეობით საქართველოში 300 მოქმედი მეჩეთი არსებობს.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, კავკასიის მუსლიმთა თემის თავჯდომარის პირველი მოადგილე სალმან მუსაევი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური ასოციაციების სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე საიბ ნაგიევი ესწრებოდნენ.


საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი მეუფე გერასიმე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე.

კომენტარები: 11
#11   Glinda
      
References:


Neosurf casino app australia http://mashspec.ru/user/gripalloy8/
გუშინ, 23:33
#10   Francesca
      
References:


Neosurf safe casino australia https://27vlz.ru/user/breadface6/
გუშინ, 17:19
#9   Kristin
      
References:


Pokies that take osko and payid https://hedgedoc.uni-ak.ac.at/cZVo_sUuQ4yMrL6g2SBQsQ
20 ოქტომბერი 2026 09:09
#8   Lily
      
19 ოქტომბერი 2026 14:17
#7   Tam
      
References:


Reliable bpay pokies codimd.syssec.org
18 ოქტომბერი 2026 13:23
#6   Lemuel
      
References:


Best online pokies Australia Osko Osko pokies fastest
withdrawal
17 ოქტომბერი 2026 13:13
#5   Evelyne
      
References:


Paysafecard ready casinos uk android casino paysafecard
16 ოქტომბერი 2026 03:27
#4   Tia
      
References:


Wire transfer casino high roller Australia safe wire transfer casinos australia
14 ოქტომბერი 2026 05:04
#3   Roberta
      
References:


Trusted wire transfer casino Australia bank transfer online pokies real
money australia
14 ოქტომბერი 2026 03:54
#2   Madeline
      
References:


Wire transfer casino withdrawal time Australia bank transfer
slots casino australia
13 ოქტომბერი 2026 22:54
#1   Hellen
      
References:


Neosurf low deposit casino australia neosurf casino comparison australia
12 ოქტომბერი 2026 04:29
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი