თბილისის მერიის ორგანიზებით, ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ სრულდება, რომლის ფარგლებშიც, ზაფხულის განმავლობაში, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში საბავშვო–გასართობი, სპორტული და კულტურული აქტივობები განხორციელდა.
ბოლო საფესტივალო დღე დაგეგმილია 23 ივლისს, დიდ დიღომში, ახლად მოწყობილ პარკში, სადაც 18:00 საათიდან პატარებისთვის წარმოდგენილი იქნება მეზღაპრისა და ილუსტრატორთა კუთხეები, მოზარდ მაყურებელთა და თითების თეატრების წარმოდგენები. სპორტული ნაწილი დატვირთული იქნება მინი გოლფით, მაგიდის ჩოგბურთით და ვირტუალური (VR) სივრცით. 20:30 საათზე, ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება ჯგუფი killages კონცერტი, საფესტივალო დღეს კი დიჯეი დაასრულებს.
ფესტივალის - „თბილისის ცის ქვეშ“ მიზანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ახალგაზრდებში, სპორტის განვითარება და მისი სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია, მოქალაქეებისთვის დასვენებისა და გართობისთვის საჭირო გარემოს შექმნა.
პროექტის ფარგლებში, თბილისის უბნებში, მთელი ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო აქტივობა განხორციელდა. ფესტივალი ტრადიციული ხასიათისაა და თბილისის მერიის ორგანიზებით, ზაფხულის განმავლობაში ყოველწლიურად ხორციელდება.
მისამართი: დიდი დიღმის პარკი, მირიან მეფის ქუჩა (ე.წ. ჯვრის მოედნის მიმდებარე ტერიტორია).
დრო: 23 ივლისი, 17:00-23:00 საათი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.