საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და მიმდინარე საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის ბრიჯიტ ბრინკის შეხვედრაზე.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში. აღინიშნა, რომ აშშ-ი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მხარეები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ეს ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკიცდეს. ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში მიღწეულ პროგრესს და ქვეყანაში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებს.
შეხვედრაზე საერთაშორისო გლობალური უსაფრთხოების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ნატო-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე. ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს საერთაშორისო მისიებში. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბრიჯიტ ბრინკს აშშ–ის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში თანადგომისთვის და იმედი გამოთქვა, რომ არსებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.