რაჭა- ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი ნემსაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ჭაბუკი ჭაბუკიანთან ერთად მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, ქალაქ ცაგერში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროექტი ,,განახლებული რეგიონები", რომელიც კოსტავას და რუსთაველის ქუჩებზე ფასადების განახლებას და ლადო ასათიანის სახელობის სკვერის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
ისაუბრეს აგრეთვე იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელი იქნება ახლო მომავალში.
სახელმწიფო რწმუნებულმა ანგარიში მოისმინა სამსახურების ხელმძღვანელებიდან და დეტალურად გაეცნო სხვადასხვა სფეროში არსებულ მდგომარეობას და გამოწვევებს.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.