ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ წევრები და საქართველოს სახალხო დამცველის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც ახალქალაქის საკრებულოში აცხადებენ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან თანამშრომლობის ფარგლებში აწარმოებს კვლევას მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ, რის შესახებაც პრეზენტაცია მოგვიანებით გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.