საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ბულგარეთის რესპუბლიკის
ახალდანიშნულ ელჩთან, ვესელინ ვალკანოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
თავდაცვის მინისტრმა ბულგარელ დიპლომატს ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და
საქართველოში მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ელჩს
ბულგარეთის მთავრობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს, ასევე არსებული
გამოწვევების ფონზე, პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა
საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხსა და ნატოს მადრიდის
სამიტზე მოკავშირეების მიერ „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა
დოკუმენტის“ მიღებაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს შექმნის საქართველოს
თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის ნატოს სტანდარტებთან დასაახლოებლად და
თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ (SNGP)
განხორციელებაში ბულგარეთის წვლილი. მხარეებმა თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი
თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, სამხედრო წვრთნებისა და განათლების თემებიც
განიხილეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.