მალის დედაქალაქ ბამაკოში მდებარე სასტუმრო "რედისონში" შეიარაღებული პირების შეჭრის შემდეგ სულ მცირე 3 ადამიანის დაღუპვის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. დაღუპულთა შორის 2 მალის მოქალაქეა, ერთ კი საფრანგეთის.
ასევე, უცხოური მედია წერს, რომ შეირაღებულმა პირებმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლეს. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ისინი მუსლიმები იყვნენ და თავდამსხმელების მოთხოვნა, ყურანი წაეკითხათ, შეასრულეს.
მალის დედაქალაქ ბამაკოში სასტუმრო Radisson Blu- ზე შეიარაღებული თავდასხმა ცოტა ხნის წინათ განხორციელდა. თავდამსხმელებს 170 ადამიანი ჰყავთ მძევლად აყვანილი.
როგორც BBC, სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით წერს, პოლიციას სასტუმროზე ალყა აქვს შემორტყმული. როგორც უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა Reuters-სს განუცხადა, შეიარაღებული თავდამსხმელები სასტუმროში შეჭრისას არაბულ ენაზე ყვიროდნენ: "ღმერთი დიდია".
The Rezidor Hotel Group-ის ინფორმაციით, ორმა თავდამსხმელმა მძევლად აიყვანა სასტუმროს 140 მობინადრე და პერსონალის 40 წევრი.
აღნიშნული სასტუმრო ამერიკელების საკუთრებაა. სასტუმროზე თავდასხმის ფაქტს ადასტურებს მალიში აშშ-ს საელჩოც. მძევლებს შორის კი საფრანგეთის, თურქეთის და ჩინეთის მოქალაქეები არიან.
სასტუმროს ერთ-ერთმა ჩინელმა სტუმარმა ჩინური ახალი ამბების სააგენტო Xinhua -ს მობილური ტელეფონის აპლიკაციის მეშვეობით უთხრა, რომ თავადაც ჩინეთის იმ მოქალაქეებს შორის იყო, რომლებიც მძევლად არიან აყვანილი.
მალის დედაქალაქ ბამაკოში სასტუმრო Radisson Blu- ზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, სასტუმროს შენობიდან ავტომატური იარაღიდან სროლის ხმა ისმის. თავდამსხმელებს 170 ადამიანი ჰყავთ მძევლად აყვანილი.
როგორც BBC სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით წერს, პოლიციას სასტუმროზე ალყა აქვს შემორტყმული. როგორც უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა Reuters-სს განუცხადა, შეიარაღებული თავდამსხმელები სასტუმროში შეჭრისას არაბულ ენაზე ყვიროდნენ: "ღმერთი დიდია".
The Rezidor Hotel Group-ის ინფორმაციით, ორმა თავდამსხმელმა მძევლად აიყვანა სასტუმროს 140 მობინადრე და პერსონალის 40 წევრი.
აღნიშნული სასტუმრო ამერიკელების საკუთრებაა. სასტუმროზე თავდასხმის ფაქტს ადასტურებს მალიში აშშ-ს საელჩოც. მძევლებს შორის კი საფრანგეთის, თურქეთის და ჩინეთის მოქალაქეები არიან.
სასტუმროს ერთ-ერთმა ჩინელმა სტუმარმა ჩინური ახალი ამბების სააგენტო Xinhua -ს მობილური ტელეფონის აპლიკაციის მეშვეობით უთხრა, რომ თავადაც ჩინეთის იმ მოქალაქეებს შორის იყო, რომლებიც მძევლად არიან აყვანილი.
- See more at: http://guardian.ge/6672-teroristuli-aqti-malishi-sastumro-radisson-blu-shi-teroristebma-mdzevlebi-aiyvanes.html#sthash.IznenDmc.dpuf
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.