„მე ვკვდები“... 21 წლის უკრაინელი მედდის ტრაგიკული ისტორია
21-02-2014, 13:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცხოვრება მაიდნამდე და მაიდანზე…

 

 

21 წლის იყო, ტერმოპოლში ცხოვრობდა. დედისერთა გოგონას სახლში ათამამებდნენ. ბავშვობაში სულ ექიმობანას თანმაშობდა.. ჩაალაგებდა მწკრივში თოჯინებს და ,,მკურნალობდა".. ამიტომ არავის გაკვირვებია, როცა გაიზარდა მედდა რომ გამოვიდა.. მერე მუშაობა დაიწყო და ყოველ დღე 250 კილომეტრს გადიოდა სამსახურში მისასვლელად. ხალისიანი იყო და მართლა ყველას უყვარდა. ერთ დღესაც კიევი ცეცხლში გაეხვია და ისიც ვერ დააკავეს. წავიდა იქ, სადაც არყოფნა არ შეეძლო.

 


მაიდანზე ავტობუსით წავიდა, 18 მგზავრში მარტო ის იყო ქალი… მერე ყველგან ჩნდებოდა, სადაც ეძახდნენ და არ ეძახდნენ,- მაგრამ გრძნობდა, რომ საჭირო იყო . ეს ახარებდა და აძლიერებდა. ერთხელ ტანისამოსიც დაეწვა, მერე მის სიახლოვეს ყუმბარაც გავარდა. ძლივს გადარჩა, ეგონათ, ახლა მაინც დაფრთხებოდა და შეეშინდებოდა.. დედა ყოველ დღე ემუდარებოდა: ჩამოდი, მინდა ცოცხალი გნახოო. მასზე ბევრმა გაიგო, ჟურნალისტი საშა სოტნიკი ყველგან ეძებდა, ერთხელაც დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა, ალესიას პასუხი მოკლე იყო: ო.კ. მაგრამ ინტერვიუ არ შედგა…. იმ დღესაც ისე იყო, როგორც სამი თვის მანძილზე:

 

 

 

 

ევრომაიდანზე დაჭრილებს ეძებდა და ეხმარებოდა… სნაიპერმაც სწორედ ის ამოიღო მიზანში, ყელში დაიჭრა.. მობილურიდან ტვიტერზე ორი სიტყვა გააგზავნა: ,,მე ვკვდები!".. მაგრამ მაშინ არ მომკვდარა, არც შეშინებია,- უბრალოდ სიკვდილს მიახალა ასე!… მერე ხელოვნური სუნთქვის აპარატს მიუერთეს და მის გადასარჩენად ყველა ლოცულობდა… რამდენიმე დღეში დედის წინათგრძნობაც ახდა.. საავადმყოფოში გარდაიცვალა… მისი სიკვდილი ხელახლა დაბადებას ჰგავს, რადგან ბრძოლა გრძელდება!…

 


მოამზადა თეონა გოგნიაშვილმა

 

 

 

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=11963 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი