საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ საკრებულოს უმრავლესობაში თბილისის მერის იმპიჩმენტის საკითხი აქტიურად განიხილება.
„გუშინ სასიამოვნო ფაქტი იყო ის, რომ თითქმის არ იყო დისონანსი კრიტიკულად განწყობილ დეპუტატებსა და „ქართული ოცნების“ დეპუტაციას შორის, რადგან რაზეც მე ან სხვა ვსაუბრობდით, ამას ადასტურებდა „ოცნებაც“. ნარმანიას თავს, რომ იმპიჩმენტის შავი ღრუბლები გროვდება, ეს ფაქტია. ეს არის ეფექტური მიზეზი იმისთვის, რომ საკრებულოს უმრავლესობამ გადააყენოს დავით ნარმანია“, - აღნიშნა ელისაშვილმა.
საკრებულოში თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს ამ წუთებშიც განიხილავენ. პროექტთან დაკავშირებით, საკრებულოს უმრავლესობას შენიშვნები აქვს, თუმცა, თბილისის მერის იმპიჩმენტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.