ილია დარჩიაშვილი: პრემიერ-მინისტრის ყაზახეთში ვიზიტი აუცილებლად იქნება ახალი იმპულსი ამ ურთიერთობებში
27-07-2022, 12:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ყაზახეთის რესპუბლიკაში. მას შეხვედრები ჰქონდა პრეზიდენტთან და კოლეგასთან, პრემიერ-მინისტრთან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკაში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფება.

 

მინისტრის თქმით, მთავრობის მეთაურის ვიზიტი აუცილებლად იქნება ახალი იმპულსი საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობებში.

 

„ყაზახეთთან ჩვენ ტრადიციულად გვაკავშირებს კარგი ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები, ჩვენ ამ ვიზიტის ფარგლებში გვქონდა შესაძლებლობა განგვეხილა კოლეგებთან, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი უკვე არსებული კარგი და ძალიან ძლიერი ორმხრივი ურთიერთობები ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ ჩვენ გვქონდა ძალიან აქტიური საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს არსებული ეკონომიკური პოტენციალის კიდევ უფრო მეტად გამოყენება, როგორც ჩვენი რეგიონის ჭრილიდან დანახული, ისე ამ რეგიონის. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აუცილებლად იქნება ახალი იმპულსი ამ ურთიერთობებში, იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენ ეს თანამშრომლობა და პარტნიორობა, რათა ამ თანამშრომლობით შეიქმნას ის შესაძლებლობები, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას და ზოგადად რეგიონულ თანამშრომლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ვაჭრობისა და ზოგადად ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით,“ - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი