კახა კალაძე: კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსის მხარდამჭერთა განცხადებებს ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან არავითარი კავშირი არ აქვთ
27-07-2022, 13:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება შეაფასა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან არის მჭიდრო და თანმიმდევრული.

 

 

მისივე თქმით, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას არასდროს გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც ევროინტეგრაციას ხელს შეუშლიდა.

 


„საქართველოს ხელისუფლებას არასდროს გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუშლიდა ევროპულ ინტეგრაციას, რომელიც შეურაცხყოფდა ევროპულ ღირებულებებს. ის ცალკეული განცხადებები, რომელსაც ვისმენთ ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან, არც მეგობრულია, არც პარტნიორული, არანაირი ინტერესი მათ არ გააჩნიათ, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, განვითარდეს, რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ რეფორმები და ამ რეფორმებით გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. ეს კონკრეტული ადამიანები არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსის მხარდამჭერი. შესაბამისად, მათ და მათ განცხადებებს ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან არავითარი კავშირი არ აქვთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 


„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის მიერ გამოქვეყნებულ წერილში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია მმართველ გუნდის შესაძლებლობებზე - ყურადღება მეტწილად უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი