პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, სენ დენის სპეცოპერაციისას სამი ტერორისტი დაიღუპა. მათი თქმით, ექსპერტიზის შედეგებმა დაადასტურა, რომ შტურმის დროს მომხდარი აფეთქების ადგილზე აღმოჩენილი იქნა არა 2, არამედ 3 ადამიანის სხეულის ფრაგმენტები.
საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, ორი ადამიანის ცხედრის ფრაგმენტები პარიზის ტერაქტების ორგანიზატორს აბდელჰამიდ აბაუდის და მის ნათესავ ქალს, ეკუთვნოდა, რომელმაც სპეცრაზმთან შეტაკებისას თავი აიფეთქა.
ვინაობა იმ ადამიანის, რომელსაც მესამე ფრაგმენტები ეკუთვნის ჯერ დადგენილი არაა, ცნობილია მხოლოდ ის რომ გარდაცვლილი ქალია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.