"
ბიძინა ივანიშვილმა თავისი წერილით გაგვაგებინა შემდეგი:
1. ის ნამდვილად არის საქართველოს მმართველი (ახალი ამბავი!) ეს იცის ამერიკის ელჩმაც და შესაბამისად იქცევა - ხვდება იმას, ვინც გადაწყვეტილების მიმღებია.
2. პროპაგანდისტული კამპანია, თითქოს ამერიკა ჩვენს ომში ჩათრევას გეგმავს, პირადად ბიძინას ორკესტრირებულია (ვინმეს სხვანაირად ეგონა?)
3. დაბოლოს, იდუმალი ფრაზა „მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა,... იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.“ ზოგმა ის პოზიტიურ გზავნილად მიიღო: თითქოს ბიძინა დათმობებზე წასვლას აპირებს. ეს საიდან ჩანს არ ვიცი. მე უფრო ფარულ მუქარას ვხედავ: თუ კარგად მოიქცევით, თქვენს ლანძღვას შევწყვეტთ, მაგრამ თუ არ მოიქცევით, თქვენ თავს დააბრალეთ.
თუმცა, ალბათ, ეს ფრაზა სპეციალურად ისეა დაწერილი, რომ ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს და ყველა დაიბნეს. კაი, ბატონო, ვიყოთ დაბნეულები და გავაგრძელოთ მარჩიელობა", - წერს სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" პროფესორი გია ნოდია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.