ბერნარდ კუშნერი: არ ვიზიარებთ რუსეთის პოზიციას საქართველოში და უკრაინაში, მაგრამ გადავწყვიტეთ, სირიაში ბატონ პუტინთან ერთად გვემოქმედა
20-11-2015, 05:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"არ ვიზიარებთ რუსეთის პოზიციას საქართველოში და უკრაინაში, მაგრამ გადავწყვიტეთ, სირიაში ბატონ პუტინთან ერთად გვემოქმედა" - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ბერნარდ კუშნერმა დღეს, გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის რანგში, საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

 


შეხვედრაზე პარიზის ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, რისთვისაც კუშნერმა მადლობა გადაიხადა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 


"თქვენ ნამდვილად გაოცებული იქნებით, რამდენად ძლიერი იქნება ჩემი ქვეყანა, ამ ბარბაროსების წინააღმდეგ ბრძოლაში. რატომ დაგვესხნენ თავს, იმიტომ, რომ ასეთი გზით თანამედროვე სამყაროს ესხმიან თავს, მათ უნდათ ინდივიდუალური თავისუფლება ჩაახშონ და ეს რელიგიის უკან ამოფარებულებმა ჩაიდინონ. საფრანგეთში ცხოვრობს 5-6 მილიონი მუსლიმი. ჩვენ ვართ შემწყნარებლები მათ მიმართ. რელიგიის გამოყენება იმისთვის, რომ სისხლით გაიკვალო გზა, სრულიად მიუღებელია. ისინი თავს დაესხნენ არა მხოლოდ საფრანგეთს, ისინი თავს დაგესხნენ თქვენ, ევროპას, მთელს მსოფლიოს. იმისთვის, რომ ვიყოთ საკმარისად ეფექტურები, რომ ISIS-ს შევუტიოთ, ერთობლივი ძალისხმევა გვესაჭიროება" - განაცხადა ბერნარდ კუშნერმა.

 


კუშნერმა ყურადღება გაამახვილა იმ პრობლემაზე, რომ ISIS-ს რიგებში საბრძოლველად მიდიან მთელი ევროპიდან, მათ შორის საქართველოდან და საფრანგეთიდანაც. "ისლამურ სახელმწიფოში" მისივე თქმით, ათასზე მეტი ფრანგია გაწევრიანებული.

 



"რატომ ექცევიან ამ პროპაგანდაში. შეიძლება ნაწილობრივ ეს ჩვენი ბრალიცაა. ალბათ, არ შევთავაზეთ საკმარისი რომანტიზმი, საკმარისი თავგადასავალი, მიზანი, სულიერი საზრდო. თუმცა მესმის, რომ ეს არ არის კარგი განმარტება იმისა, რაც მოხდა", - აღნიშნა კუშნერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი