დიდუბის რაიონის გამგეობამ კედიას ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
პროექტის მიხედვით, სპირიდონ კედიას ქუჩის N10ა-დან აკაკი წერეთლის გამზირამდე 600 გრძივი მეტრი სანიაღვრე ქსელი ეწყობა და წერეთლის გამზირზე მთავარ კოლექტორზე დაერთდება. ამასთან, წერეთლის გამზირზე არსებულ და ამორტიზებულ ქსელს რეაბილიტაცია უტარდება და 600 დიამეტრის მქონე მილის ნაცვლად, 800-იანი მილი ეწყობა, რომელიც უკეთ უზრუნველყოფს წყლის ნაკადის მიღებას.
მიმდინარე პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, დიდუბის რაიონის გამგებელ ვლადიმერ ძნელაძესთან დადედაქალაქის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.
სანიაღვრე სისტემის მოწყობის პროექტს შპს „პიკო“ ახორციელებს. სამუშაოების ღირებულება 187 570 ლარს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.